12:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 13:07:45, 2645 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ში ათეულობით მედიკამენტი კვლავ გაიაფდა

PSP-ში ათეულობით დასახელების ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები გაიაფდა.

დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში ტკივილგამაყუჩებელ, ონკოლოგიურ, კუჭ-ნაწლავის, სახსრების სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ჩვენს მომწოდებლებთან, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის ძირითად მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები არ გაგვეზარდა. ჩვენმა პარტნიორებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არათუ უცვლელი დავტოვეთ მედიკამენტების ფასები, არამედ ცალკეული პრეპარატები მკვეთრად გავაიაფეთ. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი ნალგეზინ ფორტე 40%-ით, ხოლო ონკოლოგიურ პრეპარატი ბიკალუტამიდი ტევა 60%-ით გაიაფდა“, - აცხადებენ PSP-ში.

სხვა მედიკამენტებთან ერთად ფასდაკლება შემდეგ პრეპარატებზე გავრცელდა: ნალგეზინი ფორტე, დუფალაკი, დიპროსპანი ამპულებში, დეტრალექსი, ატარაქსი.

გარდა ამისა, PSP-ში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ PSP-ში ყველაზე მოთხოვნად სიცხის დამწევ, ანტიალერგიულ, სპაზმის მომხსნელ, ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics