01:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 10:56:46, 2738 ნახვა

სხვადასხვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა.

"დღეს პატივად მერგო, უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება — ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა. მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის, რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და, შესაბამისად, დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის, ვიდრე მისი ქვედანაყოფის, პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას", — წერს გიორგი ქუფარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა. 2022 წლის 17 მარტს ერთ-ერთ ბრძოლაში ქუფარაშვილი დაიჭრა. მას ოპერაცია "აზოვსტალის" ქარხნის მიწისქვეშა სარდაფში გაუკეთეს და, მიუხედავად დაღუპვის აშკარა რისკისა, 22 მარტს უკრაინელი მფრინავების წარმოუდგენელი გმირობის ფასად, მან შეძლო ალყაშემორტყმული ქარხნიდან ევაკუაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics