18:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 19:46:40, 8946 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ამერიკული კლასტერები გამოიკვეთა, რაც პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ამ ბოლო დროს, ამერიკული კლასტერი გამოიკვეთა, რაც პასუხობს ტენდენციას, რომელიც მსოფლიოში გამოიკვეთა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის ეპიდემია ამერიკის შეერთბულ შტატებში მძვინვარებს.

„ამ ბოლო დროს სწორედ ამერიკული კლასტერი გამოიკვეთა. ეს პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია. თუ ადრე ჩინეთისა და კორეის შემდეგ ეპიდემია იტალიაში მძვინვარებდა, შემდეგ ევროპაში, ახლა ყველაზე სწრაფი ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება. გუშინ 7 ათასი ახალი შემთხვევა ჰქონდათ და საერთო რაოდენობით ამერიკა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ამიტომ ბუნებრივია, თუ ადრე ჩვენთან ინფიცირებულები იყვნენ ძირითადად ირანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური კონტაქტებით, ახლა უკვე გაჩნდნენ ამერიკული კონტაქტებით. ჩვენთან ოთხი პირი იყო მოთავსებული. მათგან ორი ერთი ოჯახის წევრი, ორი სხვა, ცალ-ცალკე პირები. მარნეულის შემთხვევისგან განსხვავებით, მათი კონტაქტები ცნობილია. ისინი შესწავლილია ან შეისწავლება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics