12:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 16:05:23, 8248 ნახვა

ომი უკრაინაში
საერთაშორისო ფონდ „Curatio“ -ს აღმასრულებელი დირექტორი - თუ გვაქვს სიცხე და ოდნავ ყელი გვტკივა, არ არის აუცილებელი ექიმთან გაქცევა

საერთაშორისო ფონდ „Curatio“ -ს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი გოცაძის განცხადებით, თუ გვაქვს სიცხე და ოდნავ ყელი გვტკივა, არ არის აუცილებელი ექიმთან გაქცევა, რადგან შეიძლება თავად დავინფიცირდეთ.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსი ადამიანების 80%-მა მკურნალობის გარეშე გადაიტანა.

„შეხვედრაზე მოწვეული ვიყავით იმისთვის, რომ მოგვეტანა ის მტკიცებულებები, რაც არსებობს და თითქმის ყოველდღიურად იქმნება მსოფლიოში და ამ მტკიცებულებების გაზიარებაზე იყო საუბარი. თუ რამდენად ეფექტური იყო გატარებული ღონისძიება ამაზე თავად არსებული რიცხვები ცხადყოფენ. თუ შევადარებთ ბევრ ქვეყანას, საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში, რადგან ამდენი ხანი მოვიგეთ, რადგან ამდენი ხანი ჩვენ არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება როგორიც აქვს იტალიას, საფრანგეთს და ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას. ამიტომ, ეფექტურობაზე თავად ციფრები მეტყველებენ.

ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საუბრობდნენ ეს იყო ჰოსპიტალური ქსელის მომზადების საკითხი. აქ იყო გარკვეული მოდელირება, რომ მოსალოდნელი დატვირთვა შეგვეფასებინა, რა შეიძლება იყოს პატარა ვადაში და მეორე საკითხი, რასაც ეხება ეს არის ის, რომ ჩვენ მოსახლეობამდე ცხადად უნდა მივიტანოთ, რომ მე არ ვიცი.

მაქვს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი აჟიტირებულად არის აღქმული, ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ადამიანების 80%-ს ეს დაავადება ისე ემართებათ და ისე გადაიტანეს ყველა სხვა ქვეყანაში, რომ საერთოდ არ დაჭირდათ მკურნალობა. ამის მკურნალობა არც არსებობს, არა გვაქვს წამალი, არ არის ვაქცინა. შესაბამისად, ეს არის გრიპი, რომელიც გადაიტანა 80%-მა. კი, მთავარია 20%, რომელსაც ჭირდება დახმარება და სწორედ აქ არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ თუ ჩვენ გვაქვს სიცხე და სხვა არაფერი არ გვაწუხებს, შეიძლება ოდნავ ყელი გვტკივა, მაგრამ არ არის აუცილებელი გავიქცეთ ექიმთან, რადგან პირველ რიგში, ჩვენ თვითონ არ დავინფიცირდეთ, რადგან შეიძლება კორონავირუსი არ გვქონდეს. მეორე - ეს ვირუსი არ მოვიტანოთ სახლში, რაც მოხდა ჩინეთის შემთხვევაში“, -  გიორგი გოცაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics