02:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 13:35:31, 552 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძემ Capstone-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით Capstone-ის დელეგაცია იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ანა დოლიძემ Capstone-ის ჯგუფის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და შეხვედრა დადებითად შეაფასა. „ამ პროგრამის წევრები არიან ლიდერები ამერიკაში სამხედრო სფეროში. ისინი ამერიკის სამხედრო პოლიტიკას და, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის წევრებთან შეხვედრა, მათთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს გაცნობა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ეს კონტაქტები აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობაში გამოგვადგება“, - განცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Capstone-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებით და რომელიმე კონკრეტულ სამხედრო სასწავლებელს არ წარმოადგენს. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics