01:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 16:06:07, 7343 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციამ ათმეთაურის მიერ რიგითის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა სხვა ათეულის რიგითს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.

„კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერილ იქნა აღნიშნული დაწესებულებიდან.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics