22:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:22:55, 4826 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატო-სთან თავსებადები ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „SWOT” ანალიზი სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი სამხედროები იმდენად ღირსეულად, ვაჟკაცურად და გაბედულად იქცევიან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ყველა გენერალი, ამერიკელი იქნება ის, გერმანელი თუ სხვა, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების გასაოცარ თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცეს. ჩვენი როლი განსაკუთრებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების უმნიშვნელოვანეს როლს ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე საუბრისას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობაც განმარტა და მას წარმატების მაგალითი უწოდა. ნატოს სტანდარტებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა პროფესიონალ ოფიცერთა კორპუსზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიზნით საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლება აშშ-ის სამხედრო აკადემიის - West Point-ის ანალოგიური იქნება.

„ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის, ჩვენი გენერლების და უმაღლესი ოფიცრების ჩართულობით განხორციელდა, წარმატებულია. სწორედ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics