09:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:18:38, 400 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ხელისუფლებამ განტევების ვაცი ჭიკაიძეში იპოვა და ამით საზოგადოებაში ემოციის ჩაცხრობას სცდილობენ

„ხელისუფლების მიმართ საზოგადოებისგან კითხვებია  დასმული, განტევების ვაცი ჭიკაიძეში იპოვეს და ამით ცდილობენ,  ხალხში ემოცია ჩააცხრონ “,-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირდებით „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ქვეყნის ფორმალურმა და რეალურმა მმართველმა ყველანაირად სცადა, ისრები ოპოზიციაზე გადმოეტანა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ფორმალურმა და რეალურმა მმართველმა ყველანაირად სცადა ისრები გადმოეტანა ოპოზიციაზე, მაინც გრძნობენ, რომ საზოგადოების კითხვები ხელისუფლების მიმართ არის დასმული. განტევების ვაცი იპოვნეს ჭიკაიძეში და ამით  ცდილობენ ხალხში ემოცია ჩააცხრონ“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics