|
2019-03-03 12:16:09, 3373 ნახვა
სამხედრო
დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს
„გილოცავთ დედის დღეს! თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია“... - ასე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე. დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს. „ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება“... - ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული მსახური უსურვეს. NS
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)