|
2018-10-15 13:00:33, 1702 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა. შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში განსაკუთრებით გამოყო ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წვლილი. საუბარი შეეხო კიბერსფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთან ერთად რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება, რათა თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით გაღრმავდეს და შეიარაღებული ძალების სწავლებების, საერთაშორისო ტრეინინგების ფარგლებში ინტეგრირდეს. კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და კიბერუსაფრთხეობის ბირუოს ხელმძღვანელი ლევან გიორგობიანი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)