10:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 12:29:18, 586 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, ბათუმში თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი დაკავებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  მთავრობის სხდომაზე ბათუმში  საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქალთა და  ვაჟთა საქართველოს ნაკრებებს წარმატება უსურვა.

მისი თქმით, წარმატებული და შთამბეჭდავი იყო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კი ბათუმს 4000-მდე სტუმარი ეწვია.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა წარმატებით მიმდინარეობს. შთამბეჭდავი გახსნა იყო ბლექსი არენაზე 23 სექტემბერს და ბათუმში არაერთი საინტერესო პაექრობა ვიხილეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის აღნიშნული ტიპის ღონისძიებები? პირველ რიგში ეს არის ჩვენი მთავრობის ცნობადობის ამაღლება და ასევე, ამას აქვს პრაქტიკული შედეგიც: დღეის მდგომარეობით, ბათუმში დაკავებულია თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 4 სეზონიან ტურიზმზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სეზონის გაგრძელებაზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს აღნიშნული მიზნის მიღწევას“, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics