02:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 15:47:57, 930 ნახვა

რეგიონი
ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს.

სიმინდის ქართული ჯიშები - „ქართული კრუგი“, „აჯამეთის თეთრი“, „აბაშური ყვითელი“, ჰიბრიდული ფორმები - „წეროვანი 1“, „ყაზბეგი“, „წილკანი 1“, „წილკანი 2“ ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 8-12 ტონა მოსავალს იძლევა და დაავადებების მიმართ გამძლეობა ახასიათებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი სიმინდის ახალ ჯიშებს - „მაღალლიზინიანი ქართული კრუგი“, „შავი სიმინდი სახამებლიანი“ და ჰიბრიდები - „საბა“ და „კახურა“ - ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაციის უნარი და ხარისხის მაღალი მაჩვენებელი აქვს; გამოყვანილი ჯიშები უამინდობის პირობებშიც გარანტირებულ მოსავალს იძლევა. 

ფერმერებთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი გოგოლა მარგველშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მარცვლეული კულტურების სადემონტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს და სიმინდის ქართული ჯიშების  მოსავლიანობის და აგროტექნოლოგიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics