|
2018-09-07 17:58:32, 572 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ბათუმში გაიმართა. სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და დეტალურად ისაუბრა აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოხსენება მოიცავდა ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტუალურ საკითხებს. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა სპორტული ინფრასტრუქტურაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქმიან ტურიზმთან ერთად რეგიონში ხელი შეეწყოს სპორტული ტურიზმის განვითარებას, რა მიმართულებითაც ტარდება შესაბამისი კვლევები. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პრიორიტეტებს შორის აჭარის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ახალ ინიციატივებსა და ახალგაზრდობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს. "2019 წლის გაზაფხულზე, ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება ხულოში, რომელიც საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთის ტურიზმის განვითარების საქმეში. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები მთის კანონის პროექტთან ერთად, ხელს შეუწყობს ადგილზე მოსახლეობის გამაგრებას და თვითრეალიზების უზრუნველყოფას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს რამდენიმე სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, აჭარაში გაიხსნა „აწარმოე საქართველოში" ოფისი, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივებს უფრო ეფექტურად ისარგებლონ სხვადასხვა პროგრამებით, დაგეგმილია ასევე ბათუმის ტექნოპარკის გახსნა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, მალოპოლსკას მარშალთან შეხვედრისას კრაკოვის ტექნოპარკში აჭარიდან სპეციალისტების გაგზავნა და გადამზადება დაიგეგმა. თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, დაგეგმილია ასევე ბიზნესომბუდსმენის პირველი რეგიონული ოფისის ბათუმში გახსნა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რაზეც მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია იყო, ასევე, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარება. კომიტეტის სხდომას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს და მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)