2018-09-03 17:19:26, 589 ნახვა
რეგიონი
ხულოში ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა
ხულოში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
„დამწვარია 2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,