2018-08-30 17:27:27, 537 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს ორი კვარტლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სამინისტროს ორი კვარტლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ორი კვარტლის მონაცემებით, სამინისტროს ბიუჯეტი 98%-ით შესრულდა.
ჯანმთელობის დაცვის პროგრამებით ისარგებლა 5,933-მა პაციენტმა. სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 1806-მა ბენეფიციარმა. სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა 57-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.
(NS)
ავტორი: ,