2018-08-30 15:17:50, 652 ნახვა
რეგიონი
ქობულეთი-ჩაქვის მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
შემთხვევა ქობულეთი-ჩაქვის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 5-ს ამბოლატორიული მომსახურება ჩაუტარდა და მედიკოსების გადაწყვეტილებით კლინიკა უკვე დატოვეს.
დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი დაკვირვების მიზნით, ერთ-ერთს დაუდგინდა მხრის ძვლის ამოვარდნილობა.
დაშავავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ მოინახულეს.
ავტორი: ,