06:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:54:17, 589 ნახვა

რეგიონი
გერმანიის მთავრობამ აჭარის წყალმომარაგებისთვის გრანტი და სესხი – 43 მილიონ ევრო გამოყო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის" სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.

აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ  შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო.

თანხა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის" პროექტი, რომელიც ხორციელდება ოთხ ფაზად და მისი მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.

ამ მიმართულებით გერმანიასთან თანამშრომლობა შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics