11:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 14:42:06, 500 ნახვა

რეგიონი
სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის გადამუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობას

ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად, 500 ჰექტრამდე ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა.

„ახმეტის ღვინის ქარხანამ" დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება სტიქიიდან მეორე დღესვე დაიწყო. დღეისათვის, სეტყვისგან დაზიანებული 500 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

20 აგვისტოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გახსნა. ამ დროისთვის შტაბში 15 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან, უკვე დარეგისტრირებულია. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ყურძნის კრეფა რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს. იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებობს, რთველი 2018 ჩატარდება ორგანიზებულად და იქნება წარმატებული.

დარგში წინსვლა სახეზეა - გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი  საწარმოები; ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა. სახელმწიფოს ხელშეწყობით  მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ერთმნიშვნელოვნად, აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics