2018-08-21 12:01:39, 562 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა
დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სახელით მორწმუნეებს დღესასწაული შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ნიგაზეულის, ფურტიოს, ელვაურის და ჭვანის მეჩეთებში მიულოცა და ტკბილეული მიუტანა.
ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვას მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესასწაული შუახევში მოქმედ ყველა მეჩეთში მიულოცეს.
ტრადიციის თანახმად დღესასწაული 3 დღეს გრძელდება. მუსლიმები დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვის გარდა ტრადიციულ ტკბილეულს, ჰალვას ამზადებენ და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
(NS)
ავტორი: ,