2018-08-20 10:12:50, 555 ნახვა
რეგიონი
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მერაბ ჭანუყვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!!მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!“, - წერს მერაბ ჭანუყვაძე.
ცნობისთვის, ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის თანამდებობას გასული წლის 23 აგვისტოდან იკავებდა.
ავტორი: ,