06:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-18 22:50:52, 644 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთანერთად, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს  გაეცნო.

ქედაში, სოფელი ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიტან 791 270 ლარი დაიხარჯება. აშენდება სტანდარტების შესაბამისი,თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი საცურაო აუზით. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასაც  გაეცნო.

აღნიშნულ სივრცეში კულტურის სახლი,  სოფლის კლუბი და სამედიცინო პუნქტი განთავსდება. ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული.მშენებლობაზე დასაქმებულები  არიან ადგილობრივებიც. ახალი სერვისებით მეძიბნელები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან ისარგებლებენ.

„დღეს ქედის მუნიციპალლიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.  მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიცძალიან მალე შეძლებს მიიღოს  პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში დაახლოებით 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედისმუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცეტრი, რომელიც ძალიან მალედასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის  შენახვაში, გადამუშავებაში და შემდეგუკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

დღესვე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ქედის მუნიციპალიტეტში ცხემნა-კორომხეთის დასრულებული 2 კილომეტრიანი  ა/ბეტონის რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა. დასრულებული გზის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისადა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მ/შ რაულ ბერიძემ მიაწოდა.

 

ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მოეწყო საყრდენი კედლები,გაბიონები, აშენდა  ერთი ახალი ხიდი და განხორციელდა  სხვა საჭიროსამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 750 513 ლარია.

 

სულ, ქედაში, 2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  გამოყოფილია 10 217 599 ლარი.

 

ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს - თამარის ხიდსეწვია, ტურისტებს გაესაუბრა და მოისმინა მათი შეფასებები და რეკომენდაციები.https://www.youtube.com/watch?v=LH845GgrfSI&t=39s

002.jpg

ns





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics