2018-08-11 17:08:57, 1010 ნახვა
რეგიონი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო აღნიშნული გზის 52-ე კმ-მდე.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.
ავტორი: ,