23:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 15:35:06, 639 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - სპორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ დიდ რესურსს ვხარჯავთ, რომ სპორტულმა ღონისძიებებმა მიიღოს სისტემური ხასიათი, ჩატარდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებები", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კანონპროექტის ''ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ'' საჯარო განხილვის დროს განაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მოსახლეობასთან საჯარო განხილვების ფარგლებში  „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" ახალი კანონპროექტის განხილვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტის განვითარების საქმეში ახალი კანონპროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარების საქმეში.

„სექტემბერში ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიადა ჭადრაკში და განსაკუთრებით ვემზადებით ამისათვის.ასევე აქტიურად მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში საფეხბურთო კუთხითაც ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მუნიციპალიტეტის დონეზე ხორციელდება რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომელიც ხელს უწყობს ერთის მხრივ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, და ამ ნაწილში იქნება მეტი ხელშეწყობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტის დონეზე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ"  ახალი კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვას  კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წარუძღვა.  შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საზოგადოების წარმომადგენლებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას ემსახურება. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.

რეგიონებში პროექტის საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა.

ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ_დემოკრატიული_ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics