23:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 14:35:24, 521 ნახვა

რეგიონი
13 ქვეყნის სტუდენტი ბულვარში აჭარულ ცეკვას შეასრულებს

29-31 ივლისს, ბათუმს 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი ესტუმრება. გერმანელი, ეპანელი, იტალიელი, პოლონელი, ჩეხი, ჰოლანდიელი, ესტონელი, სლოვაკი, სლოვენი, სერბი, უკრაინელი, უნგრელი და რუსი ახალგაზრდები 29 ივლისს, ბათუმის ბულვარში აჭარულ ცეკვას შეასრულებენ. ისინი რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi)  საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის „Drop of Wine from Mountain to Sea” ფარგლებში სტუმრობენ. ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობენ, აჭარული ცეკვის მასტერკლასებს ესწრებიან და სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები. 

29 ივლისს, გარდა აჭარული ცეკვის შესრულებისა  დაგეგმილია  "City Game" ბათუმში, რაც ქალაქში წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ სხვადასხვა სიმბოლოების ნახვას და ისეთი სახალისო დავალებების შესრულებას ითვალისწინებს, როგორებიცაა ლექსის წერა, წარმოდგენის გამართვა და სხვა. 31 ივლისს, კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები დაესწრებიან. 

პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს გაცნობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ევროპელ სტუდენტებში ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. AEGEE-Tbilisi საზაფხულო სამოგზაურო უნივერსიტეტს 2008 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველ ზაფხულს საქართველოს და მათ შორის ბათუმს 40-მდე ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics