2018-07-23 17:01:00, 540 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე ბათუმში ვიზიტით მყოფ ყაზახ მედიკოსებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმში ვიზიტით მყოფ ყაზახ მედიკოსებს შეხვდა.
ექიმთა 4 კაციანი ჯგუფი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ასტანადან სტუმრობს.
დელეგაცის შემადგენლობაში არიან ასტანას პერინატალური ცენტრისა და N1 და N4 პოლიკლინიკების მეან-გინეკოლოგები.
ყაზახ მედიკოსთა ინტერესის სფეროს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა, საყოველთა ჯანდაცვის პროგრამა და ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენდა. სტუმრებს აღნიშნული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
ყაზახი მედიკოსები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაცნობის მიზნით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გასულ წელსაც სტუმრობდნენ.
(NS)
ავტორი: ,