19:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 12:46:34, 880 ნახვა

რეგიონი
„1400 კაცის მოთხოვნაა - ნუღარ დაგვხოცავენ“ - მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ

კომპანია "საქნახშირი" ტყიბულელ მეშახტეებს მოუწოდებს, დალუქულ შახტაში სარემონტო სამუშაოები ჩაატარონ.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, მათ კომპანიისგან შესაბამისი შინაარსის წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ 2 კვირაში მათ ქვა-ნახშირის მოპოვება უნდა დაიწყონ.

მათი ვარაუდით, შახტის ადმინისტრაცია დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს.

ტყიბულის პირველი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისახაძე აცხადებს, რომ მეშახტეები შახტაში შესვლას არ აპირებბენ.

ერთ-ერთი მეშახტის ინფორმაციით, დირექციის მიერ გაცემული განკარგულება, 17 ივლისით არის დატარიღებული.

დირექციამ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა. შახტა დალუქულია,  მაგრამ სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანეს, რომ უფლებას აძლევს მეშახტეებს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ეს ფარატინა ქაღალდია და ჩვენთვის სასაცილოა. ჯერ იმის თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ დაღუპული მეშახტეები ჯერ არ დაუკრძალავთ და ჩვენ უკვე შამუშაოდ გვიშვებენ", - აღნიშნა მეშახტემ.

კიდევ ერთი ტყიბულელის თქმით, მეშახტეები კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

"1400 კაცის მოთხოვნაა  - ნუღარ დაგვხოცავენ. ვითხოვთ შახტის გელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვოს. წინა აფეთქების დროს, როდესაც უკრაინელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, გაოგნებულები გამოვიდნენ იქიდან - რა აზრი ჰქონდაო ჩვენ შესვლას, ყველაფერი შეცვლილი არისო. ახლაც ეგ უნდათ რომ გააკეთონ და კვალი დაფარონ. მაგათზე მაღლა პრემიერია და პრემიერმა დახურა ეს შახტები. სისხლიან სკამებზე ზის ეს დირექცია", - განაცხადა მეშახტემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics