|
2018-07-14 12:24:55, 637 ნახვა
რეგიონი
გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანა [ვიდეო]
პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. მან და მისი პარტიის წარმომადგენელებმა ადგილზე სიმბოლურად კუბო მიიტანეს და პანაშვიდი გამართეს. როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, ამ ფორმით ის მდგომარეობა გამოხატეს, რომელშიც პარლამენტი და მთავრობაა. „დღევანდელი პარლამენტი ეს არის უკვე საბოლოო დასამარება ქართული პარლამენტარიზმის, დღევანდელი პარლამენტი ეს არის ბოლო ლურსმნის დაჭედება ხელისუფლებაზე, რომელსაც საპარლამენტო ხელისუფლება ჰქვია, იქნება ხანგრძლივი ტაში, მქუხარე ტაში, ოვაციაში გადაზრდილი ტაში, რაც ხდებოდა "სკ-პკ" ყრილობებზე. მაგრამ მე მათ ვპირდები, ისინიც მალე დასამარდებიან როგორც პოლიტიკოსები. ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი, საბოლოოდ დასამარდა", - განაცხადა გოგი წულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)