|
2018-07-13 14:42:11, 480 ნახვა
რეგიონი
შუახევში კიბოს პრევენციისთვის აუცილებელი კვლევები ჩატარდება
შუახევში კიბოს პრევენციისთვის აუცილებელი კვლევები ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა ნინო გუგუშვილმა სამუშაო შეხვედრა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან გამართა. შეხვედრის თემას ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმდინარე C ჰეპატიტის მიკროელიმინაცის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის უფასო სკრინინგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. ნინო გუგუშვილის თქმით ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში, ამ მიზნით მოსახლეობას კვლევები, როგორც ადგილზე, ასევე ქ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდებათ. ფრიდონ ფუტკარაძემ კიბოს სკრინინგულ კვლევებში მერიის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭრა გამოთქვა. შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, „ევექსის” შუახევის ჰოსპიტალის დირექტორი რომან ხიმშიაშვილი, შუახევის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი ფიქრია ჯუმუშაძე და სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)