|
2018-07-12 10:57:08, 466 ნახვა
რეგიონი
ჟინვალის წყალსაცავსა და ბაზალეთის ტბაზე პრევენციული ღონისძიებები გატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8 ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მასშტაბით, როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას”, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)