|
2018-07-11 15:00:10, 668 ნახვა
რეგიონი
ლენტეხში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობში ვერტმფრენი ჩაერთო
სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად 2.5 ჰა ფართობია დამწვარი. "ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. უწყებამ ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება არ მოხდეს.", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)