|
2018-07-11 11:55:32, 615 ნახვა
რეგიონი
„სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელი: ქართული ექპერტიზის დასკვნა, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ტატუნაშვილი მოკლეს
"ქართული მხარის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს", - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა. როგორც კოჩიევმა განმარტა, ექსპერტიზამ არ გასცა კონკრეტული პასუხი კითხვას აღენიშნებოდა თუ არა ტატუნაშვილს ძალადობის კვალი. "სწორედ ამიტომ, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ფიზიკური გავლენის შედეგად დადგა", - დასძინა მან. კოჩიევი ასევე, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთი ქართული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიას ამზადებს". "ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომლებიც მან 90-იან წლებში განახორციელა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის 33 მკვიდრი ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს", - განაცხადა კოჩიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)