18:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 11:18:44, 593 ნახვა

რეგიონი
ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა

ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მუშაოების შედეგად ხიდის  მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.

მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.

ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics