14:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 16:48:21, 496 ნახვა

რეგიონი
ანაკლიის საზაფხულო ბანაკში უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულე მოზარდი დაისვენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის საზაფხულო ბანაკში  დაისვენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, უკრაინაში, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში მცხოვრები 144 თანამემაულე მოზარდი.

პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოზარდებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისტორიული სამშობლო, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

 აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომელშიც, ტრადიციულად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას,  საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics