2018-07-05 12:39:01, 550 ნახვა
რეგიონი
შუახევში სამთო სეზონთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა
შუახევში სამთო სეზონთან დაკავშირებით მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28650 ლარი გამოიყო.
მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის და თეთრობის სამთო იალაღებზე.
პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება.
პირველი მგზავრები დღეს შუახევის ცენრიდან კატრიანის და გრძელგორის მიმართულებით შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ გააცილა.
(NS)
ავტორი: ,