2018-07-05 10:55:03, 593 ნახვა
რეგიონი
ინწკირვეთში სოფლის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად სოფელ ინწკირვეთში მიმდინარე სოფლის სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა. განთავსდება სოფლის რწმუნებულის სამუშაო ოთახი, ამბულატორია და სააქტო დარბაზი.
მიმდინარე ღონისძიება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება და პროექტზე 73 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
ავტორი: ,