10:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 17:14:28, 1005 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამო, საგამოცდო პროცესი შეფერხდა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის პირველ სექტორში, გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა.

 ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა.

„სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა“, –აღნიშნა აბიტურიენტმა.

საპირისპიროს აცხადებს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ქირია. მისი თქმით, საგამოცდო პროცესი არ შეფერხებულა.

რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღეს ინტენსიურად გაგრძელდება.

 „სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება“, – აღნიშნა ნანა ქირიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics