2018-07-04 16:19:59, 569 ნახვა
რეგიონი
დაბა ჩხოროწყუში 21 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში, 21 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი მეზობლებმა იპოვეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ,