2018-07-04 16:01:01, 446 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ,