06:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 10:33:35, 512 ნახვა

რეგიონი
ოზურგეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოები, რომელიც დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან წყალგამყვან მონაკვეთს უტარდება, ჭარბწყლიანობისგან დაიცავს სოფელ ნატანების 640 ჰექტარ მიწის ფართობს. პროექტი ასევე ითვალიწინებს მერეკრძელა-კაპროვანის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეკონსტრუქციას და სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას. რეაბილიტირდება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კეთილმოეწყობა ტერიტორია.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics