01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 12:51:46, 500 ნახვა

რეგიონი
ბათუმი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

28-30 ივნისს, ბათუმი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის გახსნის ცერემონია, დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული ანსამბლები.

29 ივნისს 09:00 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიხსნება კონგრესის სამეცნიერო ნაწილი. კონგრესი თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით განსაკუთრებულია არა მარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცისათვის: მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. განსაკუთრებულია უცხოელ სპიკერთა რაოდენობაც (43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია).

ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. კონგრესის ორგანიზატორები არიან ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

ორი დღის განმავლობაში, ორ პარალელურ დარბაზში ჩატარებული 24 სიმპოზიუმი შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქ.ბათუმის მერიასთან ერთად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics