01:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 11:58:24, 469 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ნახიჩევანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი - არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაა.

„ნახიჩევანში მულტიფუნქციური, მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოები დავათვალიერეთ, გავეცანით მათ პროდუქციას და გავიზიარეთ გამოცდილება. მისასალმებელია, რომ წარმოების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნახიჩევანს. აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორი მზად არის ჩაერთოს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ფილებისა და შენობების ფასადების მოპირკეთების მიმართულებით. 

ზურაბ პატარაძის თქმით, ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, დაიგეგმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics