2018-06-25 23:46:06, 482 ნახვა
რეგიონი
ბუთურაულში ნატბევის უბნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, ბუთურაულში, ნატბევის უბანში კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მისასვლელ გზაზე დაეგო ბეტონის საფარი. მოეწყობა კიბე, ფანჩატური და გარე განათება.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით ხორციელდება და მასზე 35 000 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოებს ი/მ გივი ზოიძე ასრულებს. დასაქმებულია 5 ადგილობრივი.
მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
(NS)
ავტორი: ,