18:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 18:58:10, 3069 ნახვა

სპორტი
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა მახარაძე: პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ მისასალმებელია

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას ქართული ფლოტის შექმნის შესახებ საზღვაო სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან.

შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ზაზა მახარაძის შეფასებით,  მისასალმებელია პრემიერის იდეა  ქართული ფლოტის შექმნის შესახებ.   

„თავის დროზე ქართულ ფლოტში დასაქმებული იყო ყველა ქართველი მეზღვაური, შემდგომ ამ გემების გაყიდვამ ძალიან ბევრი მეზღვაური, თითქმის ყველა, ვინც დასაქმებული იყო ამ გემებზე, დატოვა უმუშევარი და  გააჩინა ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრობლემა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის იდეა  ქართული ფლოტის შექმნის შესახებ“, – განაცხადა მახარაძემ.

მისივე თქმით, გარდა იმ  ეკონომიკური სარგებელისა, რომელიც ფლოტის სწორმა და ეფექტურმა მართვამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას,  დამატებითი განვითარდება ქართული დროშა და რაც ყველაზე მთავარია, ხელი შეეწყობა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics