04:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 18:20:05, 644 ნახვა

რეგიონი
ფრანგმა პილოტებმა ავიატური საქართველოში ბათუმიდან დაიწყეს

დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 ფრანგი პილოტი საკუთარი ვერტმფრენით დაეშვა. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო"-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სტუმრად მყოფი ევროპელი პილოტები თანმხლებ პირებთან ერთად, ქალაქის ღირშესანიშანობებს გაეცნობიან.

ავიაკომპანია Service Air-ის და ფრანგი პილოტის მიშელ კოლინოს ორგანიზებით, საქართველოში დაგეგმილი ავიატური „Rallye Aero France 2018" ბათუმიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. მსგავს ავიატურებს კომპანია უკვე 25 წელია აწყობს და საქართველოში ეს მათი პირველი ვიზიტია.

უცხოელ პილოტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა და საქართველოს, კერძოს ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონის, აჭარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

24 ივნისს თვითმფრინავები ბათუმიდან ნატახტარის აეროდრომზე გადაფრინდებიან, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით მოგზაურობას გააგრძელებენ თბილისში, თელავში, მესტიასა და ქუთაისში. ავიატურს მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.

,,საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მსგავსი ავიატურების მასპინძლობა ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და მომავალში საკუთარი თვითმფრინავების მქონე კიდევ უფრო მეტ უცხოელ პილოტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ინტერვიუში.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics