22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:59:26, 544 ნახვა

რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიეტუველი ჟურნალისტები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.

ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი. დღეს კი ისინი უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ადგილობრივ მარანში ქედისთვის დამახასიათებელ ღვინის სახეობებსა და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ, ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასებში. გარდა ამისა, მათი ყურადღების ცენტრში მოექცევა ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ჟურნალისტები რეგიონს 24 ივნისს დატოვებენ  და უკვე ლიეტუვაში თავიანთ მაყურებლებსა და მკითხველებს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ რაც შეიძლება მეტი სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა მომზადდეს სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში. ამჯერად, ჩვენ შევარჩიეთ რეიტინგული ტელეკომპანიები, ონლაინ გამოცემები  და ბლოგერები ლიეტუვადან, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ზღვასთან ერთად ტურისტებს შევთავაზოთ მთიანი აჭარის  ტურისტული მარშრუტებიც. ჩვენი კვლევების მიხედვით სწორედ ეს ხდის აჭარას განსაკუთრებით მიმზიდველს ევროპელი ტურისტებისთვის. ლიეტუვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, სადაც გარდა პრესტურებისა გვაქვს გარე და ონლაინ რეკლამა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთან ლიეტუველი ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics