22:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 12:38:00, 720 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ლიცეუმში რეგისტრაციის პარალელურად მოსწავლეები ფიზიკურ ტესტს 60 მ და 2000 მ დისტანციაზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვაში აბარებენ.

ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სწავლის მსურველი კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს 7-8 ივლისს ქუთაისში და თბილისშიც ჩააბარებენ.

ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატშიც, ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს მათემატიკის გამოცდა (საბაზო საფეხურის დონე) დაემატა. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2018 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური IX კლასი აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ.

წელს სამხედრო ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრა, რომელთაგან 101 ვაჟი, ხოლო 25 გოგონა იქნება. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამჟამად ლიცეულმში 260 კადეტი სწავლობს, მათ შორის 31 გოგონა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics