|
2018-06-22 11:45:07, 488 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება
ამინდების გაუმჯობესებისთანავე, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება განახლდა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კუტურის მოსავალი. პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“ მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)