01:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:19:26, 698 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩეხეთის რესპ-ის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩეხეთში საელჩოს ინიციატივით, აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებენ სამედიცინო აპარატურასა და აღჭურვილობას, მიმდინარეობს ნიმუშების პრეზენტაცია.

„დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მათ მიერ დამზადებული პროდუქციის პრეზენტაციები, ეს იქნება რენტგენოლოგიური თუ ანგილოგიური დანადგარი, სხვადასხვა ინვენტარი და ტექნიკური საშუალებები. სამედიცინო დაწესებულებებისათვის სასურველი წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამომავლო თანამშრომლობა ერთობლივად იქნება განხილული“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რუსუდან შავიშვილმა.

ვიზიტის მიზანია, საქართველოს ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics