23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 10:35:01, 553 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ღონისძიებას „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებულ კიდევ ერთი ღონისძიებას - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" დაესწრო.

ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე - ბათუმის პიაცაზე გამართა.

სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი.

„ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო. დღეს პიაცაზე გამართულ სიმბოლურ ღონისძიებაში უამრავი ახალგაზრდა, ასევე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ტურისტებიც ჩაერთნენ. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ჭადრაკის პოპულარიზაციას და მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადა 189 ქვეყანას საქართველოში გააერთიანებს, შესაბამისად, ბათუმის პიაცაზე გამართულ ღონისძიებაში 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი მონაწილეობდა. საჭადრაკო მაგიდებთან წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსი, რომლებთანაც თამაშში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე", 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დასახელდა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

სიმულაციური ოლიმპიადა დასრულდა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics