2018-06-14 18:28:46, 567 ნახვა
რეგიონი
გუდაურში, უბედურ შემთხვევას 2 ტურისტი ემსხვერპლა
გუდაურში, კვადროციკლი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვთან ერთად მართავდა, ხევში გადავარდა.შემთხვევის შედეგად მამა-შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,